Accessibility links

„კლიმატის ცვლილების სამიტის“ მასპინძელი განვითარებადი ქვეყნების კრიტიკას უარყოფს


დანიამ, კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელმა, უარყო განვითარებადი ქვეყნების კრიტიკა, რომელიც სამიტის მთავარი დოკუმენტის გარშემო მოლაპარაკებაში კოპენჰაგენის როლს შეეხება. პრემიერ-მინისტრმა, ლარ ლოკე რასმუსენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მძაფრად გაკრიტიკებული საბოლოო დოკუმენტის პროექტი, მხოლოდ „სამუშაო ტექსტია“. განვითარებადი 77 სახელმწიფო გაერთიანდა ჯგუფად, რომელიც ბრალად სდებს დანიას, რომ მან სამრეწველო თვალსაზრისით განვითარებული ქვეყნების მხარე დაიჭირა. დანიას თავისი წინადადება ჯერ არ წარმოუდგენია, თქვა რასმუსენმა. მომავალი კვირის ბოლოს 110 ქვეყნის ლიდერებმა საბოლოო ტექსტი უნდა დაამტკიცონ.
XS
SM
MD
LG