Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერლის შეფასებით, ავღანეთში სტაბილიზაციის პროცესი ნელი იქნება


ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების სარდალმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა დღეს განაცხადა, რომ ავღანეთში დამატებით 30 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შემდეგაც, მოკლევადიან პერიოდში, ამ ქვეყანაში სავარაუდოდ მაინც იმატებს ძალადობა და შიდაპოლიტკიური დაძაბულობა. გენერალმა პეტრეუსმა დღეს შეერთებული შტატების კონგრესში გამოსვლისას იწინასწარმეტყველა ასევე ავღანეთში, ამერიკული კონტინგენტის გაზრდის შემდეგ, უფრო ნელი პროგრესი, ვიდრე ორი წლის წინ ერაყში მოჰყვა კონტინგენტის გაზრდას. იქვე პეტრეუსმა შეაქო პაკისტანის ბოლოდროინდელი სამხედრო ოპერაცია, რომელმაც ბოლო თვეებში, მისი შეფასებით, საგრძნობლად დაასუსტა თალიბანის პოზიცია. ექსტრემისტები პაკისტანის ტერიტორიას იყენებენ ბაზად, ავღანეთში ოპერაციების განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG