Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას დღეს ნობელის პრემიას გადასცემენ


აშშ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც ბოლო დროს ავღანეთში დამატებითი ჯარის გაგზავნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, დღეს ნორვეგიის დედაქალაქში დაგეგმილ ცერემონიაზე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას გადასცემენ. თეთრი სახლის წარმომადგენლების თანახმად, ობამა სწორედ მის მიერ ამ პრემიის მიღების პარადოქსულობაზე აპირებს ცერემონიაზე საუბარს. როიტერზის ცნობით, ობამა აპირებს ომი ავღანეთში მშვიდობის დამყარების უფრო ფართო მცდელობის ნაწილად წარმოაჩინოს. თეთრი სახლის წარმომადგენლის რობერტ გიბსის თქმით, ობამა აღიარებს, რომ ”ის არ მიეკუთვნება” მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წინამორბედ ლაურეატებს როგორებიც არიან ნელსონ მანდელა და დედა ტერეზა.
XS
SM
MD
LG