Accessibility links

logo-print

აშშ ჩრდილოეთ კორეაზე ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს


ამერიკელი დიპლომატი სტივენ ბოსუორთი აცხადებს, რომ ”ძალიან სასარგებლო” მოლაპარაკებები ჰქონდა ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ფხენიანში. ჩრდილოეთი კორეის დედაქალაქში ეს აშშ ხელისუფლების წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ვიზიტია ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. აშშ დიპლომატი დღეს სამხრეთი კორეის დედაქალაქს ეწვევა, ხვალ პეკინში ჩავა, 12 დეკემბერს ტოკიოში, 13-ში კი - მოსკოვში გამართავს შეხვედრებს. ბოსუორთი შეეცდება ხელი შეუწყოს ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებას ჩრდილოეთი კორეის ბირთვული განიარაღების საკითხზე, რომელზეც ჩრდილოეთმა კორეამ მიმდინარე წლის აპრილში უარი განაცხადა და მაისსა და ივლისში რამდენჯერმე გამოსცადა თავისი რაკეტები, რისთვისაც გაეროს სანქციები დაიმსახურა.
XS
SM
MD
LG