Accessibility links

logo-print

გალის რაიონში 2000-მდე ამომრჩეველი ჰყავს დე ფაქტო პრეზიდენტს


ოკუპირებულ აფხაზეთში, 12 დეკემბრისთვის დანიშნულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში, გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა ხმის უფლებით ვერ ისარგებლებს. როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ოკუპირებული სოფლებიდან იუწყებიან, ამის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტების არქონაა. მათივე განმარტებით, დე ფაქტო პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატიდან გალის რაიონის მოსახლეობა მხოლოდ ორს იცნობს - ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასა და თავითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიზნით ახლახან სოფელ გაგიდაში ჩავიდა და პედაგოგებს შეხვდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გალის რაიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დიდი აქტივობით არ გამირჩევა, რადგან იქ ე.წ. აფხაზური პასპორტის მფლობელთა რაოდენობა 2000-ს ოდნავ აღემატება. დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა ამბობს, რომ ამ მიზეზით საარჩევნო უბნები გაიხსნება მხოლოდ სამ სოფელში: პირველ ოტობაიაში, ჭუბურხინჯსა და ბარღებში. ხოლო ქალაქ გალში მისივე თქმით, ორი საარჩევნო უბანი იქნება.
XS
SM
MD
LG