Accessibility links

სააკაშვილი მედვედევის მოსაზრებებს გამოეხმაურა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტის პასუხი მისმა პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააცნო ჟურნალისტებს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პროდუქცია საქართველოში არ დაბლოკილა და რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობენ, თავისუფლად ჩამოდიან საქართველოში. მანჯგალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა აღადგინოს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა და გახსნას ზემო ლარსის გამშვები პუნქტი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გუშინ ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე განაცხადა, რომ ზემო ლარსის გახსნისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელების საკითხებში დაბრკოლებებს ვერ ხედავს. მედვედევი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
XS
SM
MD
LG