Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ინგუშეთიის ოპოზიციის მოკლულ ლიდერს ჯილდო მიანიჭა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ინგუშეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერსა და ინტერნეტ-საიტ „ინგუშეტია.რუ“-ს მფლობელს მაქშარიფ აუშევს მიანიჭა პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. 43 წლის აუშევი 25 ოქტომბერს დაუდგენელმა პირებმა მოკლეს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ცნობით, „აუშევი თამამად და თავდადებით აშუქებდა მკვლელობებს, ადამიანთა გატაცებებსა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს ჩრდილოეთ კავკასიაში“.
XS
SM
MD
LG