Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ამერიკის ხუთი მოქალაქე დააკავეს


პაკისტანის სპეცსამსახურმა დააკავა ექსტრემისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ამერიკის ხუთი მოქალაქე. პაკისტანის ხელისუფლების თანახმად, ახალგაზრდები პროვინცია პენჯაბში დააპატიმრეს. ხუთიდან სულ ცოტა ორი პაკისტანური წარმომავლობის ამერიკელია. დაკავებულებს ბრალი ედებათ რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებთან კავშირში. გავრცელებული ცნობის მიხედვით, ამერიკელებთან ერთად დაკავბეულია სამი პაკისტანელი და სხვა ქვეყნების რამდენიმე მოქალაქე.
XS
SM
MD
LG