Accessibility links

აშშ-ჩრდილოეთი კორეა - ექვსმხრივი მოლაპარაკებები უნდა განახლდეს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩრდილოეთ კორეამ მიაღწიეს ურთიერთგაგებას, განახლდეს ექვსმხრივი მოლაპარაკებები კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს განაცხადა ამერიკის სპეციალურმა წარგზავნილმა სტივენ ბოსუორთმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. ეს იყო მხარეებს შორის პირველი ოფიციალური კავშირი მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობა ბარაკ ობამამ დაიკავა. თუმცა, ბოსუორთს არ დაუზუსტებია ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლების ვადა. კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც რამდენიმე საცდელი რაკეტა გაუშვა და განაახლა ბირთვული იარაღის გამოცდა.

XS
SM
MD
LG