Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა გადადო


განცხადებას საქართველოში რუსეთის მოქმედებების შესახებ, პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე აღარ მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებს შესთავაზა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმართონ. ბაქრაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ეთნოწმენდა განხორციელდა, ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება და ამ პოზიციას საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს. სპეციალურ განცხადებას საქართველოს პარლამენტი მომავალ სამშაბათს დაამტკიცებს
XS
SM
MD
LG