Accessibility links

logo-print

მოსკოვში ”კამსამოლსკაია პრავდას” თავს დაესხნენ


მოსკოვში გაზეთ ”კამსამოლსკაია პრავდას” ოფისზე თავდასხმის მონაწილე ახალგაზრდებს ეძებენ. გუშინ საღამოს 10-15-მა ადამიანმა გაზეთის რედაქციის ფანჯრები ჩაამსხვრია და ოფისში საკვამლე კოჭები და ცეცხლოვანი შუშხუნები შეყარა. საქმე ქონების განზრახ დაზიანებასა და ხულიგნობის მუხლით აღიძრა. გაზეთ ”კამსამოლსკაია პრავდის” მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ სუნგორკინმა რადიო ”ეხო მასკვის” განუცხადა, რომ თავდამსხმელებმა თავი ანტიფაშისტებად გაასაღეს და აღშფოთება გამოხატეს გაზეთში დაბეჭდილი იმ სტატიების გამო, რომლებიც მოსკოვში ჩასულ მიგრანტებსა და ქვეყნის ნაციონალისტურ პოლიტიკას ეხებოდა.
XS
SM
MD
LG