Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპის ვირუსს ცხინვალსა და სოხუმშიც ებრძვიან


გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სწავლის პროცესი კვლავ შეწყვეტილია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც კარანტინი გამოცხადდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ამ დროისთვის გრიპით ორასამდე ადამიანია დაავადებული. თვითგამოცხადებული მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანიამ სააგენტო აფსნის აცნობა, რომ საეჭვო შემთხვევებისას სინჯები ანალიზისთვის ქალაქ სოჭის ლაბორატორიაში გაიგზავნა, თუმცა, არცერთი მათგანი H1N1 არ აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG