Accessibility links

logo-print

ეპიდემია გამოცხადდება, თუკი ვირუსით ყოველი მეათე დაავადდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ღორის გრიპით დაავადების 460 შემთხვევა. ცენტრის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემია გამოცხადდება, თუკი ვირუსით ყოველი მეათე ადამიანი იქნება ინფიცირებული. ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში მძიმეა ღორის გრიპით დაავადებული სამი მოქალაქის მდგომარეობა, რადგან მათ ტოტალური პნევმონია აღენიშნებათ.
XS
SM
MD
LG