Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ევროკავშირის დამკვირვებლებს არ ეპატიჟებიან


სერგეი ბაღაფში, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
სერგეი ბაღაფში, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ აფხაზეთის აღიარება საკმაოდ რთული პროცესია და სწრაფი ვერ იქნება - ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა ”ვესტნიკ კავკაზა”-ს დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განუცხადა. მისივე თქმით, აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია აღიარება ბელორუსიისა და დსთ-ის სხვა ქვეყნებისგან, თუმცა, პარალელურად მუშაობა ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთანაც მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ბაღაფშმა არარეალური უწოდა, რადგან მისი განცხადებით, ნებისმიერ პრეზიდენტს საქართველოს გაერთიანების ლოზუნგი ექნება. გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ნორმალურია და იქ რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან. დე ფაქტო პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა შეშვებას არ აპირებენ, რადგან ისინი უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ომის განახლების საფრთხე არსებობს. ამავე ინტერვიუში სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ თუ გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზეთში ცხოვრება სურს, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას და აფხაზური პასპორტები აიღოს.
XS
SM
MD
LG