Accessibility links

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია რუსეთს პერევის საგუშაგოს გადაწევისკენ მოუწოდებს


ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისია რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სოფელ პერევის საგუშაგო ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა გადაიტანოს. ძალების თავდაპირველი გასვლის ერთი წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი ამბობს: „ერთი წლის წინ, ევროკავშირთან გამართული დისკუსიების შემდეგ, ჩვენ მივესალმეთ რუსეთის ძალების პერევის საგუშაგოდან გასვლას, სადაც მათი ქმედება ადასტურებდა ჩვენ მუდმივ შეხედულებას, რომ საგუშაგო ნამდვილად თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.“ ჰაბერი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის ძალები ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევით იმყოფებიან პერევში და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. პერევის საგუშაგო რუსეთის ძალებმა 2008 წლის 28 აგვისტოს აამოქმედეს, რითაც დაარღვიეს რუსეთ-საქართველოს ომის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
XS
SM
MD
LG