Accessibility links

logo-print

რუმინეთში ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენებს შეამოწმებენ


რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განკარგულება გასცა შემოწმდეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დაჯამების დროს ბათილად ცნობილი ბიულეტენები. გადაწვეტილება მიღებული იქნა სოციალ-დემოკრატების სარჩელის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ხმის მიცემის დროს ადგილი ჰქონდა მასშტაბურ დარღვევებს. გასულ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა მირჩუ ჯოანემ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ტრაიან ბესესკუს თითქმის ერთი პროცენტით აჯობა. უეთოს დამკვირვებელთა მტკიცებით, არჩევნები ძირითადად შეესაბამებოდა საორთაშორისო სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG