Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ყაზახეთს ესტუმრა


ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო ყაზახეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის დაესწრება ჩინეთთან დამაკავშირებელი ბუნებრივი აირის მილსადენის გახსნას. ყაზახეთის შემდეგ ჰუ ესტუმრება თურქმენეთს, სადაც ორშაბათს გაიმართება თურქმენეთ-ჩინეთის მილსადენის ინაუგურაცია. 1833 კილომეტრის სიგრძის მილსადენი თურქმენეთიდან უზბეკეთისა და ყაზახეთის გავლით მიემართება დასავლეთ ჩინეთის სინიანის რეგიონამდე. როგორც იტყობინებიან, სამომავლოდ გათვალისწინებულია, რომ ცენტრალური აზიიდან ჩინეთს გაზსადენით წლიურად 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. მიიჩნევა, რომ ეს პროექტი ასუსტებს რუსეთის გავლენას გაზის ექსპორტზე ყოფილი საბჭოთა რეგიონიდან.
XS
SM
MD
LG