Accessibility links

თეირანი: ბირთვული პროგრამის თაობაზე გაეროს ნებისმიერი ახალი სანქცია „უსამართლო და პოლიტიკური“ იქნებოდა


ირანმა განაცხადა, რომ მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე გაეროს ნებისმიერი ახალი სანქცია „უსამართლო და პოლიტიკური“ იქნებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასტმა თავის განცხადებაში აგრეთვე თქვა, რომ სანქციები „საერთაშორისოდ აღიარებული ნებისმიერი სამართლებრივი ჩარჩოს მიღმაა.“ ეს განცხადება მან გააკეთა მას მერე, რაც შეერთებული შტატები პარასკევს შეუერთდა ევროკავშირის ლიდერთა მიერ გამოთქმულ გაფრთხილებას, რომ ირანი შედეგებს მოიმკის, თუკი თავის ბირთვულ პროგრამას შესაბამისობაში არ მოიყვანს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან და გაეროს ბირთვული კონტროლის სააგენტოს მიმართ ნაკისრ ვალდებულებებთან. ევროკავშირის ლიდერებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ირანმა არ შეასრულა საერთაშორისო ვალდებულებები თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და რომ ევროკავშირი განიხილავს იანვარში საპასუხო ზომების მიღებას.
XS
SM
MD
LG