Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოსკოვის დროით 08:00 საათზე 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის, ერთი მოსკოვში, და ერთიც ჩერქეზკში. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, ხმის მიცემის პროცესი 20 საათამდე გაგრძელდება, ყველა საარჩევნო უბანზე წარმოდგენილია სამი მეთვალყურე თითოეული საპრეზიდერნტო კანდიდატისგან, ხოლო საარჩევნო კომისიაში 14 წევრია. უბნებზე განთავსებულია გამჭვირვალე ურნები. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის 5 კანდიდატი იბრძვის: სერგეი ბაღაფში, ვიტალი ბგანბა, რაულ ხაჯინბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუთბა.
XS
SM
MD
LG