Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენის ცენტრში 30 ათასმა აქტივისტმა გამართა დემონსტრაცია გლობალური დათბობის წინააღმდეგ ზომების მოთხოვნით


დანიის პოლიციის ცნობით, დღეს კოპენჰაგენის ცენტრში 30 ათასმა აქტივისტმა გამართა დემონსტრაცია კლიმატური ცვლილებების შესახებ მოლაპარაკებების მონაწილეთა მიმართ მოთხოვნით, ხელი შეუშალონ გლობალურ დათბობას. ზოგიერთმა დემონსტრანტმა აგურები ისროლა და ფანჯრები ჩაამსხვრია. პოლიციის თანახმად, დაკავებულია 300-მდე ადამიანი. მარში მოაწყო 515-მა ორგანოიზაციამ 67 ქვეყნიდან. კოპენჰაგენი გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ გაეროს 12-დღიან სამიტს მასპინძლობს.
XS
SM
MD
LG