Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს ქაბულის მერის მოადგილე


ავღანეთის გენერალური პროკურორის მოადგილის, ფაზელ აჰმად ფაყირიაის თქმით, დაპატიმრებულია ქაბულის მერის მოადგილე, მაჰიბუდინ სადათი. მას ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სადათი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში დააპატიმრეს, როცა ის საუდის არაბეთიდან ბრუნდებოდა შინ. რამდენიმე დღის წინ ქაბულის მერს, აბდულ აჰად საჰების კორუფციის ბრალდებით ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა.
XS
SM
MD
LG