Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერმის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 146-ს მიაღწია


რუსეთის ხელისუფლების ცნობით, გასულ კვირაში პერმის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 146-ს მიაღწია. ქალაქ ჩელიაბინსკის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ შეპელევმა განაცხადა, რომ მსხვერპლი წუხელ გარდაიცვალა მძიმე დამწვრობისგან. კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა პარასკევს. ხანძართან დაკავშირებით დაპატიმრებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის, კლუბის მფლობელი. ინციდენტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადადგნენ პერმის მერი და პერმის რეგიონის ადმინისტრაცია.
XS
SM
MD
LG