Accessibility links

ყოველკვირეული ჟურნალი მეათე სტუდია მთლიანად ხელოვნებას და კულტურას ეძღვნება. თავდაპირველად შემოგთავაზებთ სიუჯეტს ტომ სტოპარდზე, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგზე, რომელიც პრაღაში იმყოფებოდა ვაცლავ ჰაველის პირადი მოწვევით. შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად იცნობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საზღვარგარეთ და რა გზები არსებობს იმისათვის, რომ ლიტერატორმა საკუთარი ნამუშევრები უცხოელ მკითხველს გააცნოს. მოგითხრობთ იმაზე, თუ რა ხდება თანამედროვე ქართულ კინემატორგაფიაში. შემოგთავზებთ ინტერვიუს კინორეჟისორ დავით ჯანელიძესთან, რომელიც პრაღაში რადიო თავისუფლებას სტუმრობდა. რადიოჟურნალ მეათე სტუდიას კი დაასრულებს სიუჟეტი ლადო ათანელზე, მსოფლიო საოპერო მუსიკის ქართველ ვარსკვლავზე, რომელიც 17 დეკემბერს თბილისში საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაციას გამართავს.
XS
SM
MD
LG