Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში იარაღით სავსე “ქართული” თვითმფრინავი დააკავეს


ტაილანდის სასამართლო სასჯელს შეუფარდებს ყაზახეთის ოთხ მოქალაქეს და ერთ ბელორუსს, რომლებიც ბანგკოკში დაკავებული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები არიან. თვითმფრინავს ჩრდილოეთ კორეის წარმოების საბრძოლო იარაღი გადაჰქონდა. სპეცსამსახურები იკვლევენ, განკუთვნილი იყო თუ არა ტვირთი ტერორისტული საქმიანობისათვის. როგორც იტყობინებიან, საქართველოში დარეგისტრირებული თვითმფრინავის, "ილ-76"-ის ბორტზე აღმოჩნდა 30 ტონა საბრძოლო მასალა, მათ შორის ყუმბარსატყორცნების რაკეტები და რეაქტიული ჭურვები. ჯერჯერობით დაუდგენელია, საით მიფრინავდა თვითმფრინავი. იგი გამოფრინდა ფხენიანიდან და ბანგკოკში ბენზინის მარაგის შევსების შემდეგ, გეზი შრი-ლანკისაკენ აიღო საწვავის მორიგი დამატებისათვის.
XS
SM
MD
LG