Accessibility links

ზურაბ ნოღაიდელი დღეს მოსკოვში გაემგზავრება


მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის’’ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ხვალ მოსკოვში გაემგზავრება. ამის შესახებ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვიზიტის ფარგლებში ნოღაიდელი “ედინაია რასიას” წამომადგენლებს და ევგენი პრიმაკოვს შეხვდება. “ედინაია რასიას” წარმოადგენლებთან შეხვედრაზე პატიმრობაში დარჩენილი ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლების, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰერო მიმოსვლისა და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექპორტის აღდგენის საკითხებს განვიხილავთ. ამასთან, საუბარი რუსეთში მცხოვრები ქართველების რეგისტრაციასაც შეეხება’’, - განაცხადა ნოღაიდელმა.
XS
SM
MD
LG