Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერი ავღანეთს ესტუმრა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტით ჩაფრინდა ავღანეთში და ქვეყნის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდა. ყანდაარში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ბრაუნმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება ავღანეთისათვის, სადაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აპირებენ გადაისროლონ დამატებითი ძალები თალიბანის წინააღმდეგ საბროლველად. დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 10 ათას ჯარისკაცს შეადგენს და სიდიდით მეორეა შეერთებული შტატების შემდეგ. ამასთან, როგორც ბრაუნმა აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ავღანეთის ხელისუფლებამ ბევრად უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს.
XS
SM
MD
LG