Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის პოლიციამ ასობით დაკავებული დემონსტრანტი გათავისუფლა


კოპენჰაგენში დღეს და გუშინ გრძელდებოდა იქ მიმდინარე კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, სხვადასხვა ეკონომიკური დონის და ინტერესის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრების შეხვედრა, მიუხედავად დემონსტრაციებისა. დანიის პოლიციამ დღეს გაათავისუფლა „კლიმატური ცვლილებების“ კონფერენციის მიმდინარეობისას, დანიის დედაქალაქ კოეპენჰაგენში გამართული დემონტრაციის ასობით დაკავებული მონაწილე. პოლიციის თანახმად, 968 დაკავებული პირიდან, მხოლოდ 13 დარჩება საპატიმროში. შაბათს უპირატესად მშვიდობიან დემონსტრაციებში, 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ დააკავა მონაწილეები, როცა, ზოგიერთმა მათგანმა ხულიგნობა დაიწყო ქალაქის ცენტრში.
XS
SM
MD
LG