Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რელიგიური ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ოპოზიციას აფრთხილებს


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოწოდება გამოთქვა სიმშვიდისკენ და დაადანაშაულა ოპოზიცია, დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნაში. მან მოუწოდა ოპოზიციას, დაუბრუნდეს სწორ გზას, უწოდა რა დემონსტრაციებს, უკანონო. პოლიციამ ალყა შემოარტყა თეირანის უნივერსიტეტის არეალს, სადაც ასობით სტუდენია. სტუდენტების პროტესტი მიმართულია, მათივე ცნობით, მთავრობის მიერ შექმნილი კადრების წინააღმდეგ, რომლებზეც წვავენ რევოლუციის ლიდერის აიათოლა ხომეინის ფოტოს. ოპოზიციის ლიდერის, მუსავის თანახმად, ხელისუფლება ამზადებს საშუალებებს, უჩვეულო მეთოდებით შეებძროლოს ოპოზიციას.
XS
SM
MD
LG