Accessibility links

logo-print

ინგუშეთში გაზსადენის განაღმვა მიმდინარეობს


ინგუშეთში, თბილისი-მოზდოკის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთი მონაკვეთის განაღმვა დაიწყო. ვრცელდება ცნობა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფის შესახებ. რუსეთმა სომხეთს საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა მას შემდეგ, რაც ინგუშეთში, გაზსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. გაზის მიწოდება შეწყდა ინგუშეთისა და ჩრდილოეთი ოსეთისთვისაც. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, კვირას, საღამოს გაზსადენზე ერთი მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა და რამდენიმე ”ნაღმი-ხაფანგი” აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG