Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თურქმენეთი-ჩინეთის გაზსადენი იხსნება


დღეს თურქმენეთში ტრანს-აზიური გაზსადენი იხსნება, რომლითაც თურქმენეთის გაზი უზბეკეთისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთს მიეწოდება. გაზსადენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობენ ჩინეთისა და შუა აზიის სამი ქვეყნის ლიდერები. აშხაბადში მყოფმა ჩინეთის ლიდერმა ჰუ ძინტაომ განაცხადა, რომ გაზსადენი რეგიონის ყველა ქვეყანას სარგებელს მოუტანს. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია შუა აზიის ქვეყნებთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებით.
XS
SM
MD
LG