Accessibility links

logo-print

H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 533-მდე გაიზარდა


დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღორის გრიპით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 533-მდე გაიზარდა. ცენტრის შეფასებით, H1N1 ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება, დაავადების შემთხვევები კი - მაქსიმუმს დეკემბრის განმავლობაში მიაღწევს. ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაშია სამი, ზუგდიდის კლინიკაში კი - ორი პაციენტი, რომლებსაც მწვავე ფილტვების ანთება აღენიშნებათ. საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გასულ შაბათს დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG