Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა დანაპირები არ შეასრულა - მოზარდები ისევ ციხეში არიან


ამ კვირაში საქართველოში კვლავ ჩამოვა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ორი ტირძნისელი არასარულწლოვანის გათავისუფლებას 2 დეკემბერს დაჰპირდა. პატიმრობიდან ლევან ხმიადაშვილისა და ვიქტორ ბუჩუკურის გათავისუფლებას მათი ოჯახის წევრები, შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი და პარლამენტის დეპუტატი გია თორთლაძე დღეს კვლავ სოფელ ერგნეთში ელოდნენ. თუმცა, მოგვიანებით გუბერნატორმა მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორ არასრულწლოვანს უახლოესი 3 დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებენ. ლევან ხმიადაშვილისა და ვიქტორ ბუჩუკურის გარდა, ცხინვალის საპატიმროში კიდევ ერთი არასრულწლოვანი, გიორგი არჩვაძე იმყოფება.
XS
SM
MD
LG