Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის იარაღით დატვირთული თვითმფრინავის ეკიპაჟს ტაილანდში პატიმრობა გაუგრძელეს


ტაილანდში სასამართლომ 12 დღით გაუგრძელა პატიმრობა ყაზახეთის 4 და ბელორუსიის ერთ მოქალაქეს, რომლებიც ბანგკოკში დაკავებული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები არიან. თვითმფრინავს - საქართველოშია დარეგისტრირებულ "ილ-76"-ს - ჩრდილოეთ კორეის წარმოების საბრძოლო იარაღი გადაჰქონდა. 30 ტონა საბრძოლო მასალა - მათ შორის ყუმბარსატყორცნების რაკეტები და რეაქტიული ჭურვები - მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბელორუსმა პილოტმა თვითმფრინავი ბანგკოკში საწვავით მომარაგების მიზნით დასვა. ეკიპაჟის წევრები აცხადებენ, რომ არ იცოდნენ რა გადაჰქონდათ. ჯერჯერობით უცნობია საით მიფრინავდა თვითმფრინავი. ჩრდილოეთ კორეის მიმართ მოქმედებაშია გაეროს სანქციები, რომელიც კრძალავს გარკვეული სახის იარაღის ტრანსპორტაციას როგორც ჩრდილოეთ კორეაში, ისე ამ ქვეყნიდან გარეთ.
XS
SM
MD
LG