Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა არ ცნობს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არ აპირებს საპროტესტო აქციების მოწყობას


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას თქმით, ის არ ცნობს 12 დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგებს. ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ არჩევნები „ჩვენი ყველა საკანონმდებლო საფუძვლის დარღვევით ჩატარდა“. მიუხედავად ამისა, ხაჯიმბა არ აპირებს სასამართლოსთვის მიმართვას, ვინაიდან, მისი თქმით, აფხაზეთში „არ არსებობს სასამართლოს გაგება, არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო.“ მისი სიტყვებით, „დღევანდელ პირობებში სამართლის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“. ხაჯიმბამ თქვა, რომ მისი მიზანია, მხოლოდ აჩვენოს ხალხს ის, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი არ აპირებს არც საპროტესტო აქციების გამართვას, ვინაიდან იმედი არა აქვს, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება რამის შეცვლა არჩევნებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG