Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგი დაამტკიცა


რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 6 დეკემბრის ტურის შედეგები და ამით პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ტრაიან ბასესკუს დარჩენა. სასამართლომ უარყო სოციალ-დემოკრატების ლიდერის, მირჩა ჯოანას საჩივარი, რომ არჩევნები გაყალბებულ იქნა, რის გამოც საჭიროა კენჭისყრის ხელახლა ჩატარება. ჯოანას ბასესკუზე სულ 70 000-მდე ხმით ნაკლები ერგო. რუმიენთში დღეს ჩაფრინდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის დელეგაცია ამ ქვეყნისთვის კრედიტის გამოყოფაზე მოსალაპარაკებლად. კრედიტის მიწოდება შეჩერდა რუმინეთში პოლიტიკური კრიზისის გამო.
XS
SM
MD
LG