Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ირანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს სამი ამერიკელი მოგზაური


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს ირანს მოუწოდა, "რაც შეიძლება მალე" გაათავისუფლოს სამი ამერიკელი ახალგაზრდა, რომლებიც, თეირანის განცხადებით, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელ მანუჩერ მოტაკის განცხადებით, ირანი გაასამართლებს სამ ამერიკელს, რომლებმაც ივლისში გადაჭრეს ირანის საზღვარი, მეზობელ ერაყში მოგზაურობისას. სამი ამერიკელი ივლისში შეიპყრეს ირანში უკანონოდ შესვლის ბრალდების საფუძველზე. ახლობლები ირწმუნებიან, რომ ამერიკელი სტუდენტები ფეხით მოგზაურობდნენ ერაყში და ირანის საზღვარი შემთხვევით გადაჭრეს.
XS
SM
MD
LG