Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვითარებადმა ქვეყნებმა შეწყვიტეს კოპენჰაგენის კონფერენციის ბოიკოტი


ევროკავშირის განცხადებით, განვითარებადმა ქვეყნებმა შეწყვიტეს კლიმატის შესახებ კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენციის ბოიკოტი და მიაგნეს მდიდარ ქვეყნებთან უთანხმოების მოგვარების გზას. გარემოს საკითხებში ევროკავშირის პრეს-მდივანმა, ანდრეას კარლგრენმა განაცხადა, რომ ბოიკოტისთვის ბოლოს მოღება არაოფიციალურ მოლაპარაკებებზე მოხერხდა. კლიმატის ცვლილებების შესახებ კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენციაზე განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფები დატოვეს და მდიდარ ქვეყნებს მოსთხოვეს უფრო ფართომასშტაბიანი პირობა დადონ სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად. ბოიკოტმა დაბრკოლება შეუქმნა დანიის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციას. შეხვედრაზე უნდა შემუშავდეს პროექტი შეთანხმებისა, რომლის თანახმად უნდა შემცირდეს ნახშიროჟანგის ემისია. ამასთან, კონფერენციაზე უნდა მოიფიქრონ მექანიზმი, რომლითაც ღარიბ ქვეყნებს მილიარდობით დოლარი გადაეცემათ გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად. პარასკევს - კონფერენციის ბოლო დღეს - შეხვედრაში მონაწილეობას სავარაუდოდ 120 სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ.
XS
SM
MD
LG