Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბოლოო მონაცემებით ბაღაფშმა ხმების 61,16% მიიღო


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დე ფაქტო პრეზიდენტის 12 დეკემბრის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესის” ცნობით სერგეი ბაღაფშმა ხმათა 61,16% დააგროვა. დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა – ზაურ არძინბა – 9,14%, ვიტალი ბღანბა – 1,3%, ბესლან ბუთბა – 8,25%, რაულ ხაჯიმბა – 15,32%. ამომრჩეველთა აქტივობამ 73% შეადგინა.

XS
SM
MD
LG