Accessibility links

logo-print

ცხინვალი ეუთოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას სთხოვს


დაკავებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს ქართული და ოსური მხარეები 17 დეკემბერს ერგნეთის შეხვედრაზე განიხილავენ. დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ოსურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ეს იქნება ეუთოს ფარგლებში შექმნილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სპეციალური ჯგუფის შეხვედრა. ამ მექანიზმის ამუშავების გადაწყვეტილება ეუთოს ელჩების ცხინვალში ყოფნის დროს იქნა მიღწეული. ეს ვიზიტი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლისთვის, ჰრისტოპულოს ჰარალამპოსისთვის ბოლო იყო, რადგან 2010 წლისთვის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ყაზახეთი იქნება და ჰარალამპოსს ამ პოსტზე ყაზახი დიპლომატი ბოლატ ნურგალიევი შეცვლის. ჰარალამპოსის აზრით, მხარეებმა ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად შეხვედრები უნდა გააგრძელონ.
XS
SM
MD
LG