Accessibility links

logo-print

“ალიანსი საქართველოსთვის”: ალასანიას მზარდი პოპულარობა სააკაშვილს აშინებს


“ალიანსი საქართველოსთვის” მისი ლიდერის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დღეს გამოეხმაურა. ალიანსის განცხადებით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით თბილისის მოქალაქეთა 86% მთავარ პრობლემებად უმუშევრობას, ეკონომიკურ არასტაბილურობასა და სოციალურ დაუცველობას მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ დედაქალაქის მერად დანიშნული გიგი უგულავა უკვე 4 წელია უწყვეტ, ძვირადღირებულ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, მას თბილისის ამომრჩეველთა ორი მესამედი მხარს არ უჭერს. ალიანსის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების იდენტურია. ამასთან, ირაკლი ალასანიამ, როგორც ხელისუფლების გამოკვეთილმა ალტერნატივამ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ირაკლი ალასანიას მზარდი პოპულარობა აშინებს, რითიც აიხსნება ალასანიასა და მის ოჯახზე ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები - ნათქვამია “ალიანსის საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG