Accessibility links

logo-print

ჩოჩიევი თბილისს შანტაჟსა და დაკავებულთა საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ თბილისმა უარი თქვა 17 დეკემბერს ერგნეთში შეთავაზებულ შეხვედრაზე, რომელსაც ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ხრისტოპულოს ხარალამპოსიც უნდა დასწრებოდა. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში ბორის ჩოჩიევმა სააგენტო ”რესს” აცნობა, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდნენ ეუთოს სამდივნოდან და შეატყობინეს, რომ ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ტირძნისელი არასარულწლოვნების გათავისუფლებამდე ამბობს. ჩოჩიევმა თბილისი შანტაჟსა და დაკავებულთა საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა. ის ასევე ირწმუნება, რომ დაკავებულთა მშობლები, რომლებსაც შვილებთან შეხვედრა შესთავაზეს, ცხინვალში საქართველოს ხელისუფლებამ არ გაუშვა. სანამ ქართული მხარე შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით გველაპარაკება, დაკავებულთა შეწყალებაში ეჭვი მეპარება - განაცხადა ბორის ჩოჩიევმა
XS
SM
MD
LG