Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის სახლზე თავდასხმა მოხდა


ქაბულის ცენტრში დღეს თავდამსხმელმა მანქანაში აიფეთქა თავი, რასაც სულ მცირე 8 ადამიანის სიკვდილი და ორმოცის დაშავება მოჰყვა. ავღანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე სავარაუდოდ აჰმად ზია მასუდის სახლი იყო. ზია მასუდი პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობაში ყოფილი ვიცე-პრემიერი და ავღანელი მუჯაჰედინების მოკლული მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის ძმაა. კარზაი ადასტურებს, რომ დაღუპულებს შორის მასუდის ორი მცველია. თავდაპირველი ინფორმაციით თავდასხმაზე პასუხისმგელობა თალიბანმა აიღო. თუმცა თალიბანის დადასტურებულმა წარმომადგენელმა, ზაბილულა მუჯაჰიდმა მოგვიანებით ქაბულში რადიო თავისუფლების ოფისში დარეკა და განაცხადა, რომ თალიბანს აფეთქებასთან არაფერი აკავშირებს.
XS
SM
MD
LG