Accessibility links

logo-print

აშშ პრეზიდენტმა ჩრდილოეთი კორეის ლიდერს წერილი გაუგზავნა


აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩრდილოეთი კორეის ლიდერს პირადი წერილი მიწერა იმისათვის, რომ ჩრდილოეთი კორეის ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში დაბრუნებაზე დაიყოლიოს. წერილის შინაარსი არ ხმაურდება, თუმცა, ვრცელდება ცნობა, რომ ობამას წერს როგორც სარგებელზე, რომელსაც ჩრდილოეთი კორეა მოლაპარაკებების გაგრძელების შემთხვევაში მიიღებს, ისე - შემდგომ საერთაშორისო იზოლაციაზე, თუკი ფხენიანი განაგრძობს ბოიკოტს. ობამას წერილი ჩრდილოეთ კორეაში საგანგებო წარგზავნილმა სტივენ ბოსუორთმა ჩაიტანა.
XS
SM
MD
LG