Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა ნაწილს გუანტანამოდან ილინოისში გადაიყვანენ


აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მთავრობას დაავალა გამონახოს მაქსიმალურად დაცული ციხე ილიონისის შტატში გუანტანამოს ყურეში მყოფი ტერორიზმში ბრალდებულების ნაწილის გადასაყვანად. აშშ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული წერილიდან ცხადი ხდება, რომ ობამა არ აპირებს გუანტანამოს არც ერთი პატიმრის გათავისუფლებას. ბრძანებას ხელი მოაწერეს სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მინისტრმა და ის ილიონოისის გუბერნატორ პეტ ქუინს გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG