Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოსკოვშია და მოლაპარაკებებს მართავს რუსეთის ლიდერებთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს რასმუსენმა განაცხადა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ”ბევრ საკითხებში”, მისი ვიზიტის მიზანია ”პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება” რუსეთსა და ნატოს შორის. რასმუსენი იმედოვნებს, რომ რუსეთი თავის წვლილს შეიტანს ავღანეთის დახმარებაში, კერძოდ ავღანეთის ჯარებს დაეხმარება აღჭურვილობითა და მწვრთნელებით. გენერალურმა მდივანმა იცის აღნიშნა, რომ რუსეთი თანახმაა გაატაროს ნატოს ტვირთები თავის ტერიტორიაზე. დღის ბოლოსთვის დაგეგმილია რასმუსენის შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან დმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან.
XS
SM
MD
LG