Accessibility links

კოპენჰაგენის კონფერენციის გადამდგარ თავმჯდომარეს დანიის პრემიერ-მინისტრი შეცვლის


კლიმატის შესახებ კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენციის თავმჯდომარის პოსტს დანიის პრემიერ-მინისტრი ლარს ლოეკე რასმუსენი დაიკავებს მას შემდეგ, რაც ამ პოსტიდან დღეს გადადგა დანიის მთავრობის წევრი კონი ჰედეგაარდი. მისი გადადგომის მიზეზი ნათელი არ არის. თვით ჰედეგაარდის თქმით, საქმე ეხება პროცედურასთან დაკავშირებულ ნაბიჯს. გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შეკვეცისა და გლობალური დათბობის შედეგებთან გასამკლავებლად ღარიბი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გარშემო უთანხმოების გამო. კონფერენცია პარასკევს დასრულდება. ბოლო დღეს მასში 120-მდე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობას მოელიან. დღეს დანიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ კონფერენციაზე არასაკმარისი წინსვლის გამო. პოლიციის ცნობით, დააკავეს 100-მდე დემონსტრანტი.
XS
SM
MD
LG