Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბერლუსკონის პალატაში შესვლას ცდილობდა


იტალიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სცადა პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პალატაში შესვლა საავადმყოფოში, სადაც ბერლუსკონი მასზე კვირას მოწყობილი თავდასხმის შემდეგ მოათავსეს. კვირას მილანში ახალგაზრდა კაცმა, გავრცელებული ინფორმაციით, მილანის ტაძრის მცირე ასლი დაარტყა ბერლუსკონის, მას ორი კბილი ჩაუმტვრია და ცხვირი გაუტეხა. ხოლო დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცმა, რომელსაც, მილანის პოლიციის განცხადებით, „ფსიქიკური აშლილობის ნიშნები“ აქვს, სცადა ბერლუსკონის პალატაში შეღწევა, მისივე თქმით, ბერლუსკონისთან დასალაპარაკებლად. მას არ ჰქონდა იარაღი და არც აგრესიას ამჟღავნებდა.
XS
SM
MD
LG