Accessibility links

logo-print

ნაურუმ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო


ნაურუს რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობა დღეს ცხინვალთანაც დაამყარა. შესაბამის შეთანხმებას მოსკოვში ხელი ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა კირიენ კეკემ და რუსეთში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩმა დიმიტრი მედოევმა მოაწერეს. წყნარ ოკეანეში მდებარე ჯუჯა სახელმწიფოს, ნაურუს დელეგაციამ სამშაბათს მსგავსი შეთანხმება სოხუმშიც გააფორმა. ნაურუს მიერ საქართველოს დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებას სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა რუსეთის დიპლომატიური კრახი უწოდა. მისივე შეფასებით, კომერციული ელფერის გარიგება კვლავ ადასტურებს, რომ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება ანომალიური ფაქტია. დე ფაქტო პრეზიდენტ დეუარდ კოკოითის განცხადებით, სამხრეთმა ოსეთმა და ნაურუმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. გუშინ ნაურუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო. ნაურუს ფართობი 21 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მისი მოსახლეობის რიცხვი კი დაახლოებით 15,000 უტოლდება. ნაურუ 1999 წელს გახდა გაეროს წევრი, როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთმა კუნძული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე ფინანსური დახმარების დაპირებით დაიყოლია.
XS
SM
MD
LG