Accessibility links

logo-print

საქართველოში H1N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში ”ღორის გრიპით” დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უარყო სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გრიპმა სიღნაღსა და რუსთავში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ცენტრის მონაცემებით, ორი გარდაცვლილი მოქალაქე H1N1 ვირუსით ინფიცირებული არ ყოფილა. ამ დროისთვის საქართველოში ”ღორის გრიპით” სულ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, ყველა მათგანმა ექიმებს დაგვიანებით მიმართა.
XS
SM
MD
LG