Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავ ჯგუფ „მემორიალს“ სახაროვის სახელობის პრემია გადაეცა


ევროპარლამენტმა რუსეთში დაფუძნებულ უფლებადამცავ ორგანიზაცია „მემორიალს“ გადასცა სახაროვის სახელობის 2009 წლის პრემია. პრემია, რომელიც ცნობილი რუსი მეცნიერისა და უფლებადამცველის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ენიჭებათ. სტრასბურგში დღეს გამართულ ცერემონიაზე პრემია გადასცეს „მემორიალის“ წევრ სერგეი კოვალიოვს, რომლის თქმითაც, ეს ჯილდო არა მარტო მისი ორგანიზაციისთვის არის, არამედ ყველა უფლებადამცველისთვის რუსეთში. ევროპარლამენტის პრეზიდენტ იერჟი ბუზეკის განცხადებით, პრემიით იმავდროულად პატივს მიაგებენ იმ პირების ხსოვნას, ვისაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა. მათ შორის არის ნატალია ესტემორივა - „მემორიალის“ წევრი, რომელიც წელს ივლისში, ჩეჩნეთში მოკლეს.
XS
SM
MD
LG